მაჩალიკაშვილი – სარალიძეზე: "ყველაფერს მივხვდი, როდესაც ზაზა პატრიარქთან მეორედ დაიბარეს"

"მიხარია, რომ ზაზა კმაყოფილია. მან მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა. უკვე 10 თვეა, ჩემი საქმისთვის მარტო ვიბრძვი, ზაზას გარეშე. ყველაფერს მივხვდი, როდესაც ზაზა პატრიარქთან მეორედ დაიბარეს – დღევანდელი შედეგი დაიდებოდა... ექვსი თვის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით. მას შემდეგ მე ზაზა სარალიძის მხარდაჭერა არ მქონია. მე ზაზათი უკმაყოფილო არ ვარ. არანაირი წყენინება ჩემსა და ზაზას შორის არ ყოფილა, მაგრამ აქ რა მოხდა, რა ხდება, ის ალბათ, თვითონ ზაზამ იცის"

განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "პრაიმ–თაიმს".

ცნობისთვის: დღეს სარალიძის შვილის მკვლელობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს. სარალიძე თვლის, რომ "სამართალმა იზეიმა", თუმცა ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. 

სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შორის უთახმოების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსთაველზე გაშლილ კარავთან სარალიძე რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჩანდა. მაშინ სარალიძის ადვოკატმა განმარტა, რომ სარალიძე ძველებურად უჭერს მხარს მაჩალიკაშვილს, არავის გამოუვა შვილმოკლული მამების დაპირისპირება. 

შეგახსენებთ, რომ შვილმოკლულმა მამებმა შვილების მკვლელობების საქმეების გამოძიების მოთხოვნით აქციები რუსთაველის გამზირზე აქციები ერთად წამოიწყეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა