რუსულმა სუ-35 ამერიკულ ავიაგამანადგურებელს გზა სამჯერ გადაუჭრა: "შესაბამის ქცევას მოველით“

რუსულმა სუ-35-მა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ამერიკულ ავიაგამანადგურებელს გზა სამჯერ გადაუჭრა,– ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტი ავრცელებს.

ამერიკული მხარის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი მაღალი რისკის შემცველი იყო.

„რამდენადაც რუსული საჰაერო ხომალდი ოპერირებს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ეს ურთიერთქმედება უპასუხისმგებლო იყო. ინციდენტების პრევენციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათგან საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ შესაბამის ქცევას მოველით“, – აღნიშნულია მეექვსე ფლოტის განცხადებაში, რომლის ინფორმაციით, ამერიკული მხარის კუთვნილ ავიაგამანადგურებელსა და ეკიპაჟს რუსეთმა საფრთხე შეუქმნარუსულმა სუ-35-მა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ამერიკულ ავიაგამანადგურებელს გზა სამჯერ გადაუჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტი ავრცელებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp