სუდანში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

სუდანში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას სუდანის ოპოზიციაზე დაყრდნობით BBC  ავრცელებს. 

ოპოზიციის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

4 ივნისს გაეროს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ძალისხმევის მიუხედავად,  სუდანში ოპოზიციასა და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ სამხედროებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. 

სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp