ჩრდილოეთ კორეა აშშ–ს აფრთხილებს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული განიარაღების საკითხზე "ზედმეტი ზეწოლისთვის" აკრიტიკებს და აფრთხილებს, რომ მათ "მოთმინებასაც საზღვარი აქვს". 

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საზოგადოებას ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში გააცნეს.

„თუ ამერიკის შეერთებული შტატები უარს არ იტყვის მის პოლიტიკაზე, მხოლოდ დაჟინებით მოითხოვდეს ჩვენგან ბირთვული იარაღის ცალმხრივად დანებებას, ერთი წლის წინ ორი ქვეყნის ლიდერის მიერ სინგაპურში გაკეთებული ერთობლივი განცხადება რისკის ქვეშ დადგება. აშშ-ს ვურჩევდით, შეცვალოსმეთოდი და უპასუხოს ჩვენს მოთხოვნებს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა – ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა კვლავინდებურად მაღალია