ვენესუელას 20 ტონა ოქრო ჩამოართვეს

გერმანულმა Deutsche Bank-მა ვენესუელას 2016 წელს აღებული კრედიტის გადაუხდელობის გამო 20 ტონა ოქრო ჩამოართვა. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დარყდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2016 წელს ვენესუელის მთავრობამ ბანკისგან 750 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო, გირაოს სახით კი 20 ტონა ოქრო დატოვა. კრედიტის გადაუხდელობის გამო Deutsche Bank-მა გადაწყვიტა, შეაჩეროს საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება, რომლის ვადა 2021 წელს იწურებოდა, და ოქრო საკუთარ აქტივებში გადაიტანოს.

ცნობისთვის: 2018 წელს ვენესუელაში ინფლაციის მაჩვენებელმა 130 060% შეადგინა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp