"მე და მამუკა ბახტაძემ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთმანეთს სეხვდნენ. 

"მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე – საქართველოზე და უკრაინაზე“, – განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებს. 

კითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, ზელენსკიმ უპასუხა: „რატომაც არა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში".

ამასთან, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმაც.

„ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში იცხოვრებს. როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალური ვიზიტების დროს სახელმწიფო ლიდერებს ძალიან მჭიდრო განრიგი აქვთ. შესაბამისად ძალიან რთულია ამ განრიგში რამე ახალი შეხვედრის ჩასმა. დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რომ სცოდნოდათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ, ისინი შეხვედრას წინასწარ დაგეგმავდნენ“, – აღნიშნა იულია მენდელმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი