თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ ტექნიკური პრობლემა შეიქმნა

თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ მეტრო თითქმის ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებს.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მოძრაობა მხოლოდ 5 წუთით, ტექნიკური შეფერხების გამო იყო შეჩერებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ მთლიანად დაიცალა ერთ-ეთი შემადგენლობა და ის შემდგომ ვაგონს შეუერთდა. 

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს ტექნიკური პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 19 სექტემბერს