Freedom House – საქართელოში უმთავრესი გამოწვევა ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობაა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House–ს განცხადებით, საქართველოში უმთავრესი გამოწვევა ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობაა.

„ჩვენი რეიტინგებით, საქართველო ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით, საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, – განაცხადა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას Freedom House–ს ერთ-ერთმა დირექტორმა კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, სარა რეპუჩმა.

გარდა ამისა, Freedom House–ს მედიის თავისუფლების შესახებ  ანგარიშში საქართველოს 2 ქულა აქვს. ეს საშუალო მაჩვენებელია შკალაზე, სადაც 0 ყველაზე უარესია, 4 კი - საუკეთესო მდგომარეობას ასახავს. 

ამ ანგარიშში საქართველოს მედია მდგომარეობა ცალკე არ არის განხილული, თუმცა წლევანდელი შეფასებით, დემოკრატიის კუთხით ქვეყნების შეფასების ინდექსში საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა. 

„დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში ლიდერები, რომლებიც ერთნაირად ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდირებას, ახალ გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეზღუდონ“ - ვკითხულობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება და მედია, 2019“ .

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp