„თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ“

დედაქალაქის მერის განცხადებით, მისთვის მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და „თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მისცემს“. 

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან - იქეთ, ხან - აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. 2 თვეა უკვე პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ. არ ვარგა ეს დამოკიდებულება. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ სჭირდებათ შესაბამისი პასუხი. ასეთმა კომპანიებმა არათუ მერიის ტენდერებში, საერთოდ სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა",- განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp