ანგარიში: ანტიდასავლური დისკურსის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ მედიაში

ანგარიში მომზადდა „CRRC-საქართველომ“ მოამზადა ანგარიშითემაზე – ანტიდასავლური დისკურსის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ მედიაში. ანგარიშის ავტორებმა მოიკვლიეს აბტიდასავლური ჯგუფების აქტიურობის ტენდენცია: 

• ბოლო პერიოდში, რადიკალური მემარჯვენე გვერდები სოციალურ ქსელებში უფრო მეტად არიან გააქტიურებულნი. მსგავსად იზრდება ასეთი ჯგუფების აუდიტორიაც. საგულისხმოა, რომ ზრდა შესაძლოა, ინტერნეტზე საყოველთაო ხელმისაწვდომობასაც უკავშირდებოდეს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგიისადმი საზოგადოებაში გაღვივებული ინტერესის როლიც;

• გვერდებთან მომხმარებელთა ინტერაქცია იზრდება იმ მოვლენების დროს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ე.წ. ანტი-ლიბერალურ დღის წესრიგთან. მსგავსი შემთხვევებია ნარკოტიკის მოხმარების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული აქციების ე.წ. კონტრაქციები, ასევე - ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. შინაარსობრივი თვალსაზრისით, გვერდები ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ პროტესტებს განიხილავენ. ამასთან ერთად, შესწავლილ პერიოდში გვერდებზე მსჯელობა მიდიოდა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ პროტესტებსა და აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.

• მართალია, შესწავლილი გვერდების გარკვეული ნაწილი რუსეთისადმი დადებითად განწყობილი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წყაროს შემთხვევაში, რუსეთი, თურქეთთან ერთად, უარყოფითად არის დახასიათებული და ამ ქვეყნებთან ერთ კონტექსტში გამოყენებული სიტყვებს ასევე ნეგატიური კონოტაცია აქვთ.

• ინფორმაციის გავრცელების ფორმების ანალიზისას, გვერდებს შორის გარკვეული იერარქია გამოიყოფა: არსებობს „ავტორიტეტული“ გვერდების შედარებით მცირე ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის პირველწყაროს წარმოადგენს, ან მასალებს სხვა, უფრო მცირე გვერდებიდან აზიარებს. 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ პოტენციური ჩარევის შედეგის რაოდენობრივი შეფასება რთულია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, შემდეგი სახის რეკომენდაციებზე საუბარი:

• რადიკალური მემარჯვენე გვერდების იდეოლოგიური და თემატური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კონტრზომების შემუშავებისას ამ გარემოების გათვალისწინება აუცილებელია.

• სასურველია, რადიკალური მემარჯვენე ფეისბუქის გვერდების მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ განსაკუთრებით უნდა გადამოწმდეს „ავტორიტეტული“ და „გადამცემი“ გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

• იმის გამო, რომ რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების მიერ გავრცელებული ყველაზე პოპულარული ინფორმაცია ფოტოების და ვიდეოკლიპების სახითაა წარმოდგენილი, ამ გზავნილების შესწავლა დისკურსის ანალიზის მეთოდით უნდა მოხდეს.

ანგარიში ვრცლად იხილეთ http://awdb.ge

ანგარიში მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული და „აღმოსავლეთდასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის“ (EWMI) მიერ განხორციელებული „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ფარგლებში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp