სოხუმი – ოჩამჩირეს გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

დიმიტრი და დემიან ქაჩაბავები დაიღუპნენ დღეს სოხუმში – ოჩამჩირეს გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაბა კინთხის სიახლოვეს BMW-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალება ტრასიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. მომხდარის შედეგად მძღოლი და მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ.

ადგილობრივები დაშავებულთა დახმარებას თავად ცდილობდნენ და ერთ–ერთი დაღუპულის მანქანიდან გამოყვანა თავად მოახერხეს, თუმცა მეორეს გამოსაყვანად მაშველების გამოძახება და მანქანის გაჭრა გახდა საჭირო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა