ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. 

ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებს.

ამასთან, სი ძინპინი დაესწრება პეტერბურგის 23-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 6-8 ივნისს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვითაც გამოვა.

მიმდინარე წელს ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვის ზოოპარკში პანდის სახლს გახსნის და დიდ თეატრში საბალეტო წარმოდგენას დაესწრება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp