სააკაშვილმა და მიტროპოლიტმა ეპიფანემ ქართული ეკლესიის მიერ უკრაინულის აღიარების თემაზე იმსჯელეს

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა.   

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა სხვა მართლმადიდებელი, მათ შორის ქართული ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეს–სამსახური იუწყება, შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში არსებული კონფესიათაშორისი ვითარება.

„სააკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის საქმიანობას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარებაზეა მიმართული. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა ეპიფანემ აღნიშნა, რომ  გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ყოველმხრივ ეწინააღმდეგება. ეს პროცესი გრძელდება და უკრაინის ერთიანი ეკლესიის ირგვლივ ქვეყნის მოქალაქეების გაერთიანება გარდაუვალია“, – იუწყება პრეს–სამსაური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის.

ცნობისთვის: 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. 29 მაისიდან კი სააკაშვილი კიევში იმყოფება. 30 მაისს საქართველოს პროკურატუმ განაცხადა, რომ თბილისი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას კვლავ ითხოვს. 

კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოს საპატრიარქოს ჯერ–ჯერობით არ უღიარებია. 

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp