ჟურნალისტი ზაზა სვანაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუქარის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ზაზა სვანაძე გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ზაზა სვანაძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

ცნობისთვის: ზაზა სვანაძე 20 აპრილს დააკავეს. გამოძიება ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო ჯღარკავას მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ნინო ჯღარკავა აცხადებდა, რომ ზაზა სვანაძემ "ფეისბუქში" "პოსტი" გამოაქვეყნა და მის შვილს მოკლვით დაემუქრა.ზაზა

Facebook Twitter Email Viber WhatsApp