ევროპის საბჭოს მომხსენებელი ბაქოში არ შეუშვეს

ევროპის საბჭოს მომხსენებელი აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების საკითხებზე ტორხილდურ სუნა ევერსდოტირი ბაქოში არ შეუშვეს. 


ისლანდიელი პოლიტიკოსის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ეტაპზე მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნია და მოტივად რელიგიური დღესასწაული დაასახელა,– იუწყება სააგენტო Turan.

​"იმედგაცრუებული ვარ აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტის გადადებით. ბაქოში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პოლიტპატიმრების საკითხები უნდა განმეხილა. ველი ვიზიტს სექტემბერში",– წერს ისლანდიელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"