ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია.

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp