აეროპორტის გზა ნაწილობრივ ორი თვით იკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.

სამუშაოები საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე განხორციელდება – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"