თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

6 ივნისს თბილისის რიგ ქუჩებს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ. „თელასში“ მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ და აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდიან. 

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, რეხის I ქუჩის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის, პატარა ტბის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, გიორგი მდივანის, ჯავახეთის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, II ხეივნის, შავიშვილის, წითლანაძის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.


14 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, გაგარინის, დარასელიას, შარტავას და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის დაპეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, ვაზისუბნის, იმედაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაგარინის, არდაზიანის, ზოვრეთის, ოდესის, ზემო ვეძისის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფის და ალუბლების ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp