ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი: "მონდომებული ვართ, რომ ანაკლიის პორტმა საბოლოო სახე მიიღოს"

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, "საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ერთ–ერთი პრიორიტეტული პროექტია".

ამის შესახებ ჰენრიკ ჰოლოლეიმ "აქცენტის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის მნიშვნელობას შეეხებოდა.

"ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ანაკლიის პორტის პროექტია, საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. სადღეისოდ საქართველოს პორტებს არ შეუძლიათ გემების თითქმის 75%–ის მიღება იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლია არამარტო პორტი იქნება, არამედ ეს იქნება ეკოსისტემა. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი, მონდომებული ვართ, რომ ამ პროექტმა საბოლოო სახე მიიღოს. ეს არის ერთ–ერთი იმ პროექტებს შორის, რომელიც არის ევროკავშირ–საქართველოს შორის პრიორიტეტული და რა თქმა უნდა ჩვენ მოხარული ვიქნებით, ვნახოთ, რომ ეს პროექტი მიიწევს წინ" – განუცხადა "აქცენტს" ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp