დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერმა პრესკონფერენციაზე იკამათეს

დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე იკამათეს. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის მომავალი აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე არსებულ სიტუაციას შეადარა. მისი პროგნოზით, ლონდონსა და დუბლინს შორის საზღვრის საკითხზე დავა უახლოეს ხანში გადაწყდება.

„ვფიქრობ, რომ თქვენს კედელთან და თქვენს საზღვართან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ლეო ვარადკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. საპასუოდ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონსა და დუბლინს სწორედ კედლისა და საზღვრის საკითხების თავიდან არიდება სურთ.

როგორც ლეო ვარადკარმა ​მოგვიანებით განაცხადა, პირისპირ შეხვედრის დროს ტრამპმა ის დაარწმუნა, რომ ორ ირლანდიას შორის საზღვრის ღიაობას მხარს უჭერს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"