რუსები სერიალ "ჩერნობილის" ალტერნატიულ ვერსიას იღებენ

რუსეთში სერიალ "ჩერნობილის" ალტერნატიულ ვერსიას გადაიღებენ. როგორც რუსული მედია იუწყება, სერიალის მხარდამჭერი რუსეთის კულტურის სამინისტროა და ის სამთავრობო მედია НТВ-ზე წლის ბოლომდე გამოჩნდება.  

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, სერიალში მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე პერიოდს, თვითონ აფეთქებას და რამდენიმე თვის შემდგომ პერიოდს შეეხება. სიუჟეტ ЦРУ-ს თანამშრომლის, ალბერტ ლენცის, ირგვლივ ვითარდება, ხოლო მთავარი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევი იქნება. სერიალში ის შეეცდება, შეაჩეროს "უცხო ქვეყნის აგენტი" და აფეთქება აღმოფხვრას. 

შეგახსენებთ, რომ რუსული სახელმწიფო ტელემედია და გაზეთები აკრიტიკებენ ამერიკული HBO-სა და ბრიტანული Sky Atlantic-ის მიერ რეალურ ისტორიაზე გადაღებულ ახალ სერიალს "ჩერნობილი".

სერიალით უკმაყოფილება რუსული სახელმწიფო ტელევიზიის რასია 24-ის ეთერშიც გამოთქვეს. ჟურნალისტმა სტანისლავ ნატანზოვმა თქვა, რომ ის უკმაყოფილოა სერიალით, რადგან ჩერნობილი უპრეცედენტოდ დიდი ტრაგედია იყო და "სისხლიანი რეჟიმი" აქ არაფერ შუაშია.

HBO-სა და Sky Atlantyc-ის ახალი მინი სერიალი ჩერნობილი ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში ქალქ პრიპიატში 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. მინი სერიალი ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის "ჩერნობილის ხმები" მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზე არის დაფუძნებული.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა, რამაც აფეთქება გამოწივია. აფეთქების შედეგად სადგურის რეაქტორი მთლიანად განადგურდა, ახლომდებარე ტერიტორია კი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურდა. აფეთქებამ ადგილზე სადგურის 2 თანამშრომელი მოკლა, თუმცა, შემდგომ  რადიაციამ კიდევ 28 ადამიანი იმსხვერპლა.

მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქ პრიპიატიდან, რომელიც ჩერნობილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, თუმცა რადიაციული დასხივების გამო ბევრ მათგანს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, კიბო განუვითარდა. 1995 წელს, უკვე დამოუკიდებელმა უკრაინამ თქვა, რომ კატასტროფასთან დაკავშირებული მიზეზების გამო 125 000 ადამიანი გარდაიცვალა.

აფეთქებიდან დაახლოებით 10 დღის განმავლობაში რადიოაქტიურმა ღრუბელმა ბელორუსამდე, რუსეთამდე, სკადინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნებამდეც მიაღწია.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"