CNN–მა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს უჩივლა

ტელეკომპანია „სიენენმა“ აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს უჩივლა. როგორც ტელეარხის მესვეურები ამბობენ, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ კანონი დაარღვია, როდესაც „სიენენის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების მასალები არ გადასცა,– ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება. 

სარჩელი ტელეკომპანიამ კოლუმბიის ოლქის სასამართლოში შეიტანა. ტელეარხის იურისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მარტში მოითხოვეს მიულერის გამოძიების მასალების მიწოდება, თუმცა ფედერალურმა საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნა არც განუხილავს. 

„სიენენი“ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილის რიკ გეიტსის, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მაიკ კოენის და ყოფილი კონსულტანტის დონალდ მაკგანის ჩვენებების განსაჯაროებას ითხოვდა.

რობერტ მიულერი 2016 წელის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებდა. საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსეთი პროცესში ჩარევას ცდილობდა, თუმცა რუსეთისა და ტრამპის ფარული გარიგება არ გამოვლინდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp