IDFI - 232,470 ავტომობილიდან პირველადი ტექინსპექტირება 117 630-მა გაიარა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქარათველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ტექნიკური ინსპექტირება 232, 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა, აქედან დახარვეზდა 114, 830. ხოლო, ტექინსპექტირება გაიარა 117,640-მა ავტოტრანსპორტმა.

რაც შეეხება განმეორებით ტექინსპექტირებას, IDFI-ს ცნობით, დახარვეზებული 114, 840 ავტომობილიდან განმეორებით ტექდათვალიერებას 80, 999 ავტომობილმა მიმართა, საიდანაც კვლავ დახარვეზდა 4,330 და ტექდათვალიერება გაიარა 76, 669 ავტოტრანსპორტმა.

ორჯერ დახარვეზებული 4,330 ავტომობილიდან ტექდათვალიერება ჩაუტარდა 4,032 ავტომობილს, აქედან 2, 150 კიდევ დახარვეზდა, საბოლოო ჯამში კი, ტექდათვალიერება 1,182-მა ავტომობილმა გაიარა.

IDFI- ს ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. ამასთან, მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დახარვეზების საფუძვლებს არ აღრიცხავს. ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო ნაკლებია დახარვეზების შემთხვევები.

IDFI- ს ცნობით, ავტომობილების გამონაბოლქვი მთავარი პრობლემაა ჰაერის დაბინძურების კუთხით; 10 და მეტი წლოვანების ავტომობილები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ჰაერის დაბინძურების მხრივ; 2009 წლამდე გამოშვებული ვტომობილების მხოლოდ 59% პროცენტმა გაიარა ტექნიკური ინსპექტირება.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში IDFI აღნიშნავს, რომ 2018 წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმების ოდენობამ 1 მლნ ლარი შეადგინა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი