თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ ტექნიკური პრობლემა შეიქმნა

თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. კერძოდ, მეტროს სადგურ ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა. 

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ტექნიკური შეფერხების გამო, ჯგუფი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა, ხაზიდან მოიხსნა და დაემატა სარეზერვო შემადგენლობა. მათი თქმით, სწორედ ერთი შემადგენლობიდან, მეორეზე გადასვლას მოჰყვა მგზავრებისა და მოძრაობის შეფერხება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური შეფერხების გარეშე მუშაობს.  

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს ტექნიკური პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp