ყაზბეგში, ყუროს მთასთან ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

ყაზბეგში, ყუროს მთის მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არიან გარდაცვლილებიც, მათი ვინაობა დგინდება.

ვერტმფრენი სასტუმრო "რუმსს" ეკუთვნოდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ბორტზე სამი პირი იმყოფებოდა და სამივე მათგანი დაიღუპა. 

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და პოლიცია.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp