ბილაინმა კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა

თბილისი, 6 ივნისი, 2019 – ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ახალ ოფისში მომხმარებელს შეუძლია: მიიღოს ინფორმაცია ბილაინის კორპორატიული მომსახურების შესახებ, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა სახის მოწყობილობა. 

ბილაინის კორპორატიული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის და მოიცავს: მომსახურებების ფართო სპექტრს;  ინდივიდუალურ მიდგომას; კორპორატიული აბობენტების საქმიანობის სფეროსა და ბიზნესსექტორზე მორგებულ შეთავაზებებს; სატელეფონო ნომრის დაყენების შესაძლებლობას ინტერნეტის ქსელის გამოყენებით, კერძოდ კი VoIP ტექნოლოგიის მეშვეობით. ბილაინის კორპორატიული აბონენტები ასევე სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით მოწყობილობებზე.

კორპორატიული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად,  ეწვიეთ: https://www.beeline.ge/business/


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა