„ენერგო-პრო ჯორჯია“ ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“.

ცნობისთვის: დღეს დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. 

შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საფრენი აპარატი ელექტროსადენებს გამოედო. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp