გორელი ძაღლი ჰოლივუდში მიემგზავრება

გორში ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ნაპოვნი ძაღლი "ჯორჯი" ჰოლივუდში მიემგზავრება. ძაღლი კალიფორნიაში ამერიკული ტელესერიალების მსახიობებს იმუს და ჯულია დევერებს მიჰყავთ, თუმცა ის  ტელესერიალების პროდიუსერ მარტა ევრისთან იცხოვრებს. 

როგორც მსახიობები ჰყვებიან, ისინი საქართველოში ხშირად მოგზაურობენ, და ამჯერადაც მოგზაურობის დროს ნახეს პატარა ლეკვი. ისინი გარემოს დაცვითი საკითხებით არიან დაინტერესებულნი.  

"ვიცოდით, რომ ავტოგასამართ სადგურზე ბევრი ძაღლი იყრის თავს, ვიფიქრეთ, რომ დავაპურებდით. იქ მისულებს კი პატარა ლეკვი დაგვხვდა, რომელიც სულ მატო იყო. როდესაც ვაჭამეთ და წყალი დავალევინეთ, ჩაეძინა. შეგვებრალა და ვიკითხეთ, ვინმე ხომ არ გამოთქვამდა ამ პატარა არსების მოვლის სურვილს. ასეთი სურვილი ჩვენმა მეგობარმა გამოთქვა",– ამბობს ჯულია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp