„აჭარა ჯგუფი“ ყაზბეგში მათი კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„აჭარა ჯგუფი“ ყაზბეგში მათი კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, ისინი თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან.

„დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ვერტფრენი ავიატორი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.

კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

„აჭარა ჯგუფი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან“, - ნათქვამია „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp