სასამართლომ კალანდია პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

პროკურატურამ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრალდებულის ძმამ, ლუკა კალანდიამ მტრედები გაუშვა.

როგორც მან აღნიშნა, მტრედი არის თავისუფლების სიმბოლო და სწორედ ამიტომ, სიმბულურად გაუშვა მან მტრედები. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, როგორც ლუკა კალანდია ამბობს, „უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვეს“.

"ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს. მტრედები გავუშვით თავისუფლების ნიშნად, რადგან დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და ყველაფერს თავის ადგილზე დავაყენებთ, როგორც საჭიროა", - განაცხადა ლუკა კალანდიამ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით ოთხ ივნისს დააკავა.

კალანდიას ოჯახი დაკავებას პოლიტიკურ აქტს უწოდებს და ირწმუნებიან, რომ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, სარალიძეების ოჯახი კი სამართლიანობისკენ გადადგმულ ნაბიჯს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"