მოსკოვი ზელენსკის „ყირიმის დაბრუნების სტრატეგიას“ ეხმიანება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ მომზადებული „ყირიმის დაბრუნების სტრატეგიას“ ეხმიანება.

„ყირიმელებმა უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი 2014 წელს დახურეს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის: ორი დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმა  განაცხადა, რომ ზელენსკიმ „ყირიმის დაბრუნების სტრატეგია“ მოამზადა, რომელსაც ევროკავშირისა და NATO-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისას განიხილავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp