რა სიგნალი მიიღო თბილისმა ერევნიდან

სომხეთმა უჩვენა საქართველოს, რომ დროა, ქვეყნები 1990–იან წლებში მოქმედ „ჯენტლმენურ შეთანხმებას“ დაუბრუნდნენ, – თვლიან ერევანსა და თბილისში გაერო–ს გენერალური ასამბლეის 73–ე სესიაზე მომხდარი ფაქტის შეფასებისას. საუბარია სომხური დელეგაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, დევნილების შესახებ საქართველოსა და კიდევ 44 ქვეყნის რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.

ცნობისთვის: გასული წლების განმავლობაში, როდესაც რეზოლუციას „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ“ მხოლოდ საქართველო უწევდა ინიცირებას, სომხური დელეგაცია ყოველთვის მის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ამჯერად მისი ინიციატორი თბილისთან ერთად კიდევ 44 ქვეყანა იყო. დოკუმენტს მხარი 79–მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ 15–მა მისცა ხმა, ხოლო 57–მა, მათ შორის სომხეთმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

„ის, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, სომხეთმა რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მისცა და კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, თბილისში სათანადოდ უნდა შეფასდეს. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობების შედეგია, იმ მხარდაჭერის გამოხატულება, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოები ერთმანეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში უჭერენ და ეს ჟესტი ისტორიის ერთგვარი მოთხოვნა იყო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ტრადიციები და მეზობელი სახელმწიფოები სოლიდარობას ინარჩუნებენ“, – განუცხადა „სპუტნიკს“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ​ვოლსკმა.

ამასთან, მისი აზრით, ამას ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრების შეხვედრებმა, ამ თემაზე მეგობრობის ჯგუფების მოლაპარაკებებმა, საქართველოში სომხეთისა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუბენ სადოიანის მოღვაწეობამაც შეუწყო ხელი.

თავის მხრივ, საქართველოს საკითხთა სომეხი ექსპერტი ჯონი მელიქიანი თვლის, რომ ერევანმა თბილისს მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა და ეხლა ჯერი საქართველოზეა.  

„რეზოლუცია, რომელსაც გაერო–ს გენასამბელეის 73–ე სესიაზე ეყარა კენჭი, სუამ–ის ქვეყნების მიერ იყო ინიცირებული. მათ რიცხვში შედის აზერბაიჯანიც. ამგვარად, სომხეთი რეზოლუციას მხარს აპრიორი ვერ დაუჭერდა, რადგან ასეთ შემთხვევაში საკუთარი პოზიციის წინააღმდეგ მოუწევდა გალაშქრება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში. ბოლო წლებში სომხეთსა და საქართველოს არაერთხელ აღუნიშნავთ იმ „ჯენტლმენურ შეთანხმებასთან“ დაბრუნების აუცილებლობა, რომელიც 1990–იან წლებში მოქმედებდა და ითვალისწინებდა იმას, რომ  ყველა იმ საკითხში, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა მხარეებს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინათ და ერთმანეთის წინააღმდეგ ხმა არ მიეცათ. ერევანმა ამ შეთანხმებასთან დაბრუნების სურვილი და მზადყოფნა უკვე წარმოაჩინა. ახალ ჯერი საქართველოზეა“, – განაცხადა მელიქიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp