მაკრონი – ტრამპს: „აშშ–მა სხვების თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს“

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში ვიზიტად მყოფ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს NATO–სა და ევროკავშირის მნიშვნელობა შეახსენა და განაცხადა, რომ „აშშ–მა სხვების თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს“. 

„ძვირფასო დონალდ ტრამპო, აშშ დიდებულია მაშინ, როცა ის ერთგულებას აჩვენებს, ერთგულებას იმ უნივერსალური ღირებულებების მიმართ, რომელთაც ჩვენი მამები იცავდნენ.  ჩვენ მუდამ უნდა შევინარჩუნოთ თავისუფალ ხალხთა ალიანსი. სწორედ ეს შექმნა გამარჯვებულმა მხარეებმა. ვგულისხმობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევროკავშირს“, – მიმართა მაკრონმა ტრამპს მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

შეგახსენებთ, რომ ტრაპმა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების გამო, ხოლო ევროკავშირი აშშ–სთან „უსამართლო სავაჭრო პოლიტიკის“ გამო არაერთხელ გააკრიტიკა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp