ბორჯომში ორ მეცხრეკლასელს ეძებენ

გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ,– ამის შესახებ ტელეკომპანია „ბორჯომი“  იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები დილით სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს, თუმცა თავად მოზარდების ადგილსამყოფელი უცნობია.

ადგილზე სკოლის დირექტორი, მშობლები, ახლობლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp