ოსები ე.წ. არჩევნებზე გერმანელ, ფინელ, იაპონელ, იტალიელ და ბელგიელ დამკვირვებლებს ელიან

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ცსკ–ის განცხადებით, 9 ივნისისთვის დაგეგმილ ე.წ საპარლამენტო არჩევნებზე პირველად ჩავლენ საერთაშორისო დამკვირვებლები ნიკარაგუადან, გერმანიიდან, ფინეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან და ბელგიიდან. 

"არჩევნებზე სულ 50–მდე საერთაშორისო დამკვირვებელია აკრედიტებული, მათ შორის, ჩვენთან პირველად ჩამოვლენ დამკვირვებლები ნიკარაგუადან, გერმანიიდან, ფინეთიდან, ასევე ორი დამკვირვებელი იაპონიიდან და სამი გერმანიიდან",– განაცხადეს დღეს დე ფაქტო სცკ–ში.

როგორც ცნობილია, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში ცხრა ივნისისთვის არის დანიშნული, ოს დე ფაქტო დეპუტატებს პირველად აირჩევენ შერეული მაჟორიტარულ–პროპორციული სისტემით. კერძოდ, 34 მანდატიდან ნახევრის მფლობელები პარტიული სიებით აირჩევიან, მეორე ნახევარი – ერთმანდატიანი ოლქებიდან. 

დღემდე საპარლამენტო არჩევნები პარტიული სიებით ტარდებოდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს