ბრიტანეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში.

რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონზე, რომელშიც საუბარია ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე, მათ შორის – თავისუფალი გადაადგილების, განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვაზე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp