აჭარაში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე თბილის-ბათუმის მატარებელი ავარიულად უკვე 40 წუთია გაჩერებულია. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მატარებელის ლიადაგზე, მატარებელთან ახლო მანძილზე, მამაკაცმა გადასწრება სცადა, –იუწყება “აჭარის ტელევიზია”. 

თვითმხილველების თქმით, მემანქანემ მოასწრო რეაგირება და დაამუხრუჭა, თუმცა მამაკაცმა თავის ტრავმა მაინც მიიღო. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, მამაკაცი ცოცხალი დახვდათ.   დაზიანებებით ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp