კასპში მამაკაცი მოკლეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp