რატომ დატოვა თურნავამ ეკონომიკის სამინისტრო 2006 წელს – მინისტრის განმარტება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუწია განმარტების გაკეთება, რატომ დატოვა 2006 წელს ეკონომიკის სამინისტრო.

კომიტეტის სხდომაზე, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ აღნიშნა, რომ 2006 წელს, „ჭიათურ მანგანუმი“ გააკოტრეს, 125 მილიონ ლარად „ზესტაფონის ფერო“, „ჭიათურ მანგანუმი“, „ვარციხე ჰესი“ გაყიდეს, რაც თაღლითობა იყო. მახათაძის ამ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2006 წელს, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ეთანხმებოდა თუ არა, ამ განცხადებას.

კითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მთავრობის პირობებში მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე, თუმცა ყოველთვის საკუთარ საქმეს ემსახურებოდა და არა კონკრეტულ პირებს.


„თანამდებობიდან 2006 წელს წამოვედი, ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ისეთ ეკონომიკის სამინისტროში, რადაც ის 2006 წელს გადაიქცა, ჩემი ადგილი არ იყო. ეჭვი მაქვს, ჩემთან თანამშრომლობის სურვილი არც იმდროინდელ მინისტრებს ექნებოდათ. რადგან 2004-2005 წლებში სხვადასხვა მინისტრის, მათ შორის კახა ბენდუქიძისა და სხვების ხელმძღვანელობით, თავიდან სათავეში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება იდგა, მაგრამ მოგვიანებით სამინისტრო ბიზნესის მიმართ ტერორის მანქანის ჭანჭიკად გადაიქცა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, არა როგორც მინისტრის მოადგილე, არამედ ამ ქვეყნის შვილი და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. არ გამიკვირდება, თუ იმ პერიოდში, ეს ხდებოდა, მათ შორის მსხვილი საწარმოების მიმართ, რადგან იმ პერიოდში, მსხვილი საწარმოები ერთ-ერთი სამიზნე იყო“, – განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი