დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზის გახსნამდე თავი შეიკავონ ტერიტორიაზე სტუმრობისგან.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთში მოგზაურობის მსურველებს გაფრთხილებთ, რომ საავტომობილო გზის გახსნამდე, ფეხით, ან ცხენით, თავი შეიკავოთ ტერიტორიაზე სტუმრობისგან.

10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, მეცხრე კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ სამუშაობს ატარებს გზის გაწმენდისა და აღდგენის მიმართულებით, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გახდეს თუშეთის მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება”, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp