„სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხები შორსაა პუტინის დღის წესრიგისგან“

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხები შორსაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დღის წესრიგისგან. 

„საქართველოს ექს–პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის თემა პუტინის დღის წესრიგში არ შედის. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე პუტინს? ის იყო პირველი, რომელმაც ზელენსკის ეს ნაბიჯი ურჩია. სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხები შორსაა პუტინის დღის წესრიგიდან“,– განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. 29 მაისიდან კი სააკაშვილი კიევში იმყოფება. 30 მაისს საქართველოს პროკურატუმ განაცხადა, რომ თბილისი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას კვლავ ითხოვს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp