შატილის თემთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შატილის თემთან დამაკავშირებელლი გზა, 5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა და მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, მდინარის კალაპოტში დაბრუნებისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა შესაძლებელი.

ადგილზე მობილიზებული რჩება მძიმე ტექნიკა, რათა საჭირობის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაობი განხორციელდეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს