ზელენსკი დონბასის მოვლენებზე მკაცრი პასუხით იმუქრება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში სეპარატისტების მხრიდან განხორციელებულ დაბომბვებზე მკაცრი პასუხით იმუქრება. 

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, აღნიშნული ქმედება მოლაპარაკების პროცესის ჩაშლის მორიგი მცდელობაა და უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას "მკაცრად და სიტუაციის შესაბამისად უპასუხებენ".

7 ივნისს სეპარატისტები დონეცკის ოლქის ნოვოლუგანსკოეს დასახლებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფს დაესხნენ თავს. დაპირისპირების შედეგად უკრაინის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმა და არტილერიის გამოყენება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 16 სექტემბერს