ევროკავშირი ცხინვალის დე ფაქტო არჩევნებს არ სცნობს

ევროკავშირი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს არ სცნობს, – განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის პრეს–მდივნმა მაია კოციანჩიჩმა.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. არჩევნებს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ სცნობს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ეს ე.წ. არჩევნები გაიმართება“, - განაცხადა კოციანჩიჩმა. 

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp