ტრამპი – ბრიტანეთის დედოფალზე: „ჩვენ შორის განსაკუთრებული „ქიმიაა“

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრას „არაჩვეულებრივად“ აფასებს და აცხადებს, რომ მასთან ურთიერთობაში    განსაკუთრებული „ქიმია“ აღმოაჩინა.

„დედოფალთან შეხვედრა არაჩვეულებრივი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მე ის რეალურად გავიცანი, რადგან ჩემი ვიზიტის ფარგლებში მის გვერდით ყოფნა ბევრჯერ მომიწია. ჩვენ შორის განსაკუთრებული ქიმიაა, ხომ გესმით ეს გრძნობა, ეს მაგარი გრძნობაა“, – განაცხადა ტრამპმა Fox News–სთან საუბრისას.

ცნობისთვის: ტრამპი დიდ ბრიტანეთს სამ ივნისს სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა