კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

კესარია მგელაძე 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.

კესარიამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

9 წლის კესარია მგელაძემ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გზით ის პირველი გოგო გახდა ბათუმიდან, რომელმაც 9 წლის ასაკში მსგავსი წარმატების მიღწევა შეძლო.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp