ევროკავშირი ცხინვალის დე ფაქტო არჩევნებს არ სცნობს

ევროკავშირი ცხინვალის დე ფაქტო არჩევნებს არ სცნობს. 

როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა მაია კოჟიანჩიჩმა განაცხადა, „ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". 

"რაც შეეხება ინფორმაციას, რომ  9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს“ - განაცხადა მაია კოჟიანჩიჩმა. 

დღეს [9 ივნისს] ცხინვალში  ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება, ოს დე ფაქტო დეპუტატებს პირველად აირჩევენ შერეული მაჟორიტარულ–პროპორციული სისტემით. კერძოდ, 34 მანდატიდან ნახევრის მფლობელები პარტიული სიებით აირჩევიან, მეორე ნახევარი – ერთმანდატიანი ოლქებიდან. 

დღემდე ე.წ საპარლამენტო არჩევნები პარტიული სიებით ტარდებოდა. 

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ცსკ–ის მტკიცებით, 9 ივნისისთვის დაგეგმილ ე.წ საპარლამენტო არჩევნებზე პირველად ჩავლენ საერთაშორისო დამკვირვებლები ნიკარაგუადან, გერმანიიდან, ფინეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან და ბელგიიდან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა