ანჯელინა ჯოლი კოლუმბიის საზღვარზე ჩავიდა და მსოფლიოს მოუწოდა, ვენესუელელ ბავშვებს დაეხმარონ

ჰოლივუდელი მსახიობი და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს საგანგებო ელჩი ანჯელინა ჯოლი კოლუმბიის საზღვარზე ჩავიდა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

ამასთან, ანჯელინა ჯოლიმ მსოფლიოს მოუწოდა, დაეხმარონ ვენესუელელ ბავშვებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.

ვენესუელაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუადიო და მისი მხარდამჭერები ვენესუელაში აქციებს უკვე რამდენიმე თვეა, მართავენ, თუმცა ნიკოლას მადურო გადადგომაზე უარს ამბობს.​ ხუან გუაიდომ ქვეყნის რეგიონებში სტუმრობისას მხარდამჭერებს მოუწოდა, აქციები გააგრძელონ, რადგან მისივე თქმით, ნიკოლას მადუროს მიერ ხელისუფლების უზურპაცია ძალიან მალე დასრულდება.

პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკურთან ერთად ჰუმანიტარული სიტუაცია დამძიმდა. 8 ივნისს კოლუმბიასთან საზღვრის გახსნის შემდეგ, მეზობელ ქვეყენაში ათასობით ვენესუელელი გადავიდა. მათი თქმით, სამშობლოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ისინი ვენესუელაში ვეღარ დარჩებიან.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა