"გაიწიე თორემ გაგჭრი შუაზე" - რა ხდება მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარედ (VIDEO)

საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ, რომ მთაწმინდის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობს. 

ამის შესახებ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, ისაუბრა. 

ხოშტარიამ ბრიფინგის მსვლელობის დროს მედიას შესაბამისი ვიდეოც აჩვენა. ვიდეოზე მე-18 საარჩევნო უბნის წინ არსებული სიტუაცია ჩანს. 

"ეს არის ვითარება უბნების გარეთ, რომელიც მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ ხელისუფლება არის პანიკაში. ჩვენ ყველა უბანზე ვართ მობილიზებული კამერით, ყველაფერს ვაფიქსირებთ, ეს ჩვენ აბსოლუტურად არ გვაშინებს. ასევე, უბნების შიგნით ვართ ძალიან ძლიერად. დილიდან ის დარღვევები, რომ არ ამოწმებდნენ სიაში ამომრჩევლებს, ეს დარღვევაც მათ შორის ცესკოსთან მისვლით მოვაგვარეთ და აუცილებლად ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ გამოხატონ თავისუფალი ნება,"- ამბობს ხოშტარია. 

პარტია ასევე შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ვიდეოში მონაწილე პირები ქართული ოცნების აქტივისტები არიან.



მთაწმინდის ოლქში დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მასში ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე მონაწილეობენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp