ილია მეორე - ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. 

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. 

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.

ახალ ტაძარში პირველი წირვა მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მანამდე კი ეპისკოპოსებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp